მოვუწოდებ ხელისუფლებას შესაბამისი რეგულაციებით დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე – პარტია ”ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ოთარ კახიძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს:
”ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა რომ თურმე შეიძლება საერთაშორისო ფრენების აღდგენა. მისი განცხადებით, სექტემბრიდან ფრენებს განა ახლებს ვიზეარი და ნოემბრიდან იმედი აქვთ რომ რაინეარი აღადგენს ფრენებს. მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ, მიმდინარე წლის მაისში ქალბატონმა თურნავამ თქვა, რომ ივლისიდან უნდა აღდგენილიყო ფრენები. პანდემიასთან ბრძოლის მოტივით საქართველოს საჰაერო სივცე მთავრობამ ჩაკეტა, ვინაიდან 20 შემთხვევა როცა ჰქონდათ დღეში ქვეყანაში, არ მისცეს შესაძლებლობა ტურიზმის სექტორს ამოესუნთქა და მიეღო შემოსავალი. და დღეს, როცა 150 შემთხვევამდე ავდივართ დღეში, თურმე შესაძლებელი ყოფილა ფრენების აღდგენა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს როგორი არაკომპეტენტური ხელისუფლება გვყავს, რომელმაც თავისი მავნებლური გადაწყვეტილებებით უდიდესი ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები დატოვა შემოსავლის გარეშე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას შესაბამისი რეგულაციებით დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე და აღადგინოს რეგულარული ფრენები. რაც შეეხება ნოემბრის გეგმებს ამ ნაბიჯებს უკვე განახორციელებს არა ეს ხეილისუფლება, არამედ ახალი, ევროპული კოალიცია, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.” – განაცხადა ოთარ კახიძემ.