LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთონ განმარტება აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ”- ლანა გალდავა

დაპოსტა 2024/11/15-ში
21
ნახვა
გაზიარება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაჩქარებულად მიმდინარეობს ეკონომიკური ანექსია, განსაკუთრებით კი ვითარება გართულდა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გამოიხატება დღეს, აფხაზი ხალხის დიდხნიანი წინააღმდეგობის ფონზე, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესში. ზემოაღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაგრძელებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“, თავისი დანაშაულებრივი დუმილით და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, აზიანებს არაღიარების პოლიტიკას და არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მიმართულებით.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განმარტება, აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ რატომ დუმან, რატომ არ აკეთებენ განცხადებებს, რატომ არ აქტიურობენ საერთაშორისო მიმართულებით. ზოგადად, როგორ ხედავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის პროცესს. ზემოაღნიშნული ეროვნული ინტერესის მისაღწევად, როგორია მათი ხედვა, სტრატეგია, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. ,,ქართული ოცნების“ მიერ გატარებული, დამაზიანებელი საგარეო პოლიტიკით, როგორ აპირებენ საფრთხის აცილებას არაღიარების პოლიტიკისთვის. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით როგორ ახსნიან კრიზისს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაჩქარებულად მიმდინარეობს ეკონომიკური ანექსია, განსაკუთრებით კი ვითარება გართულდა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გამოიხატება დღეს, აფხაზი ხალხის დიდხნიანი წინააღმდეგობის ფონზე, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესში. ზემოაღნიშნული, ერთის მხრივ, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაგრძელებას, მეორეს მხრივ, კი ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური ანექსიისთვის აფხაზური, ე.წ. საკანონმდებლო ჩარჩოს მორგებას და აფხაზი ხალხის ნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რომელთა ინტერესშიც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია არ არის.

,,ქართული ოცნების“ კაპიტულანტურმა, ხშირ შემთხვევებში კი ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმა: შეთხზული გლობალური ომის პარტიის მიზნების, საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალების, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში საქართველოს პარტნიორების დადანაშაულების, ნაომარ ქალაქ გორში საჯარო ბოდიშის მოხდის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი პირების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვების, საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის არაეფექტური ღონისძიებების გატარების (ან საერთოდ, არგატარების) შედეგად მივიღეთ ის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე, სხვა ჩამონათვალთან ერთად, რუსეთმა მოითხოვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით. ასევე, საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან სხვაგან გადატანა.

აქვე, ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნება“, თავისი დანაშაულებრივი დუმილით და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მიმართულებით. ზემოაღნიშნული მიზნებით ეფექტურად არ თანამშრომლობს საერთაშორისო ფორმატებში, ვერ იაზრებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების რისკებს. რაც შეეხება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, პირდაპირ აისახება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივაზე.

,,ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის დასტურია ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის მიმართულებით ხედვის, სტრატეგიების, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების არქონა.

მაგალითისთვის, არ შემუშავებულა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა, რისი ვალდებულებაც აქვს მთავრობას 2021 წლის საპარლამენტო რეზოლუციით. არ განახლებულა 2010 წლით დათარიღებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ისევე როგორც სხვა უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტები“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ასტროლოგებმა ნოემბრის ფავორიტი ნიშნები დაასახელეს

ოქტომბერი 17, 2025
10
მთავარი

ნოემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები: მორიელი ნოემბერი მორიელებისთვის ნამდვილად თავისებური თვეა! ეს არის მათი მზაკვრული და ძლიერი პერიოდები, როდესაც ისინი იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად. მორიელები მომავალი...

დაწვრილებითDetails

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

ოქტომბერი 17, 2025
12
მთავარი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

“ამ ჯერზე ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს” – სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე

ოქტომბერი 17, 2025
17
მთავარი

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე...

დაწვრილებითDetails

სიყვარული, ფინანსები, კარიერა, უძრავი ქონების შეძენა – თმის შეჭრის კალენდარი ოქტომბერში

ოქტომბერი 17, 2025
19
მთავარი

17 ოქტომბერი - სჯობს თმის შეჭრა გადადოთ - ეს პროცესი ბოლოებს დაასუსტებს და თმის ცვენას გაზრდის. შეგიძლიათ შეღებოთ მუქ ფერებში, მაგრამ არა ღია ფერებში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეღებვა წარუმატებელი იქნება. 27...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი სამყაროსგან მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებს – ასტროლოგების პროგნოზი

ოქტომბერი 17, 2025
35
მთავარი

ეს პერიოდი ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის ნამდვილად საბედისწერო იქნება. სამყაროს ენერგიები არა მხოლოდ დაბნეულობასა და ილუზიებს, არამედ მნიშვნელოვან შინაგან გამოცხადებებსაც მოიტანს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი აღქმა საკუთარი თავისა და თქვენი გზის...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 17, 2025
1.8k
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

“სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 500 ლარით”- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
116
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.   შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 47 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ოქტომბერი 17, 2025
21
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 47 პირს ბრალდება წარუდგინა. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
886
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის განყოფილება, მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, მურთაზ ხასიას უეცარი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. „ბატონი მურთაზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა როგორც...

დაწვრილებითDetails

რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული – ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ოქტომბერი 17, 2025
6
მთავარი

კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».