დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ გრიგოლ დოლიძემ ,რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები “უბერებელ დოლას” უწოდებენ,საფეხბურთო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები საფეხბურთო სამყაროში,რომელმა კლუბმა დაამახსოვრა თავი,როგორია მისი სამომავლო გეგმები,შეკითხვებზე პასუხების მისაღებად დოლას დავუკავშირდით:
“პირველი ნაბიჯები საფეხბურთო სკოლა “ავაზაში” დავიწყე ,შემდეგ უმაღლეს ლიგაში თბილისის “სპარტაკში” გადავედი და აქედან დაიწყო ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა.ყველაზე პროდუქტიული და ტიტულებს თუ ჩავთვლით,გამორჩეული იყო თბილისის “ამერი” და ქუთაისის “ტორპედო”.
“ტორპედო” არის და იქნება ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი თუ სადმე ვყოფილვარ.
მე მინდა “ტორპედოს” გულშემატკივრები გამოვყო იმ დიდი სიყვარულით , სულ რომ გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ,მაშინაც კი როცა სხვა გუნდში ვთამაშობდი. აღარ ვიტყვი “ტორპედოში” რომ ვთამაშობდი რამხელა სიყვარულს ვგძნობდი მათგან.
რაც შეეხება წყალტუბოს “სამგურალში” გატარებულ პერიოდს დადებითად შევაფასებდი სამივე წელს.
ოოო ეგ რთული კითხვაა თუ რამდენად ძნელია კარიერის დასრულება, მაგრამ მოვიდა სამწუხაროდ ეგ დროც და მინდა ღირსეულად დავამთავრო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვაპირებ ფეხბურთში დავრჩე,ფეხბურთის გარეშე ვერ გავძლებ. სად მოვსინჯავ ძალებს მომავალი გვიჩვენებს.”
მოამზადა ნანა თევდორაძემ.