LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი

მნიშვნელოვანი სიახლე ,რომელიც აპრილიდან ამოქმედდება

დაპოსტა 2026/03/30-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.

ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.

მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს
მთავარი

თბილისში, ახლობლები ოთარ სულაქველიძეს ეძებენ. მათი თქმით ახალგაზრდა მამაკაცი 25 მარტს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 25მარტს სახლიდან გავიდა მის მერე არ გამოჩენილა.გლდანის მე-2მიკრო.აცვია შავი ზედა და მოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა იოანე სინელის ხსენების დღეა – ლოცვა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
დღეს წმინდა იოანე სინელის ხსენების დღეა – ლოცვა
მთავარი

ღირსი იოანე კლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. სიცოცხლის ბოლო...

დაწვრილებითDetails

ტრაილერი გზიდან გადავარდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ტრაილერი გზიდან გადავარდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა....

დაწვრილებითDetails

„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, – ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს. მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილისი-ბათუმის და თბილისი-ფოთი. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით:...

დაწვრილებითDetails

აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6° C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°, ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ბზობის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. ეროვნული სატყეო სააგენტო კი...

დაწვრილებითDetails

“სიმაღლიდან ხევში გადავარდა …” – მძიმე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი გურჯაანის მკვიდრი, ალიკა პეტრიაშვილია. 45 წლის პეტრიაშვილი საკუთარი ავტომანქანით, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.   ავარიის შედეგად დაშავდა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"