ზესტაფონში მომხდარ მკვლელობაში პოლიციელი ფიგურირებს – არსებული ინფორმაციით, პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა 31 წლის მამაკაცი ტაბელური იარაღიდან გასროლით მოკლა.
თვითმხილველები “მთავართან” საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, იარაღის გასროლამდე კი რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ხმა ესმოდათ.
გულის არეში დაჭრილი ვანო ბანცაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზესტაფონის ფერომედში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით პაციენტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს. ბრალდებული დაკავებულია.










