სამართალდამცველებმა გოგიაშვილის ნათესავების გამოკითხეს. სავარაუდო დამნაშავის ცოლი, გოგიაშვილის ძმის სახლში იმყოფება. ის ამბობს, რომ მის მეუღლეს მძიმედ სცემეს.
“თავში ჩაარტყეს ქვა და კინაღამ მოკლეს. ორივე ძმებმა დაიჭირეს, დაიგდეს ქვეშ. თავში ჩაარტყეს სისხლი გადიოდა და დღესაც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა”, – ამბობს გოგიაშვილის ცოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით სოფელ აკურაში გოგიაშვილმა სანადირო თოფით 46 წლის კახა მჭედლიშვილი მოკლა, მისი ძმა და დედა კი დაჭრა.
ასევე, ტყვია შემთხვევით მოხვდა სავარაუდო დამნაშავის შვილსაც. ადგილობრივების ინფორმაციით, ის წარსულშიც ნასამართლევი იყო.
მეზობლები ამბობენ, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება ჯართის ქურდობის გამო დაიწყო.










