სასტიკი მკვლელობა ამერიკაში – ბრუკლინის ცენტრში ქართველი ყოფილი პოლიციელი მოკლეს. 42 წლის ლევან გალდავას თავდამსხმელმა ჯერ თავში ნაჯახი ჩაარტყა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სასტიკ ანგარიშსწორებეას ყოფილი პოლიციელის მეგობარი ქალიც შეესწრო. მომხდარის შესახებ პოლიციას სწორედ მან შეატყობინა.
ამერიკული გამოცემები წერენ, რომ საზარელი დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. მათივე ცნობით, გალდავას მისი მეგობარი ქალის ყოფილი მეუღლე გაუსწორდა.
ლევან გალდავას ცხედარი ამერიკელმა სამართალმდაცველებმა ბრუკლინის ცენტრში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე იპოვეს.
სავარაუდო მკვლელი, 47 წლის დიმიტრი ლაბკო უკვე დაკავებულია.