აბაშაში, მდინარე რიონში გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ.
მოზარდის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ამ დრომდე ნორმალურად არ ეძებენ.
“დამეხმარეთ! შვილი მომიძებნეთ! 24 საათია წყალშია და არავინ ნორმალურად არ ეძებს…
შვილები არ გყავთ ხალხნო?! 10 წლის შვილი დამეხრჩო, მთავრობას მოგმართავთ, დამეხმარეთ რითაც საჭიროა.
ჩემი შვილი მკვდარი მაინც მატირეთ ხალხნო,” – განაცხადა მდინარე რიონში დაკარგული მოზარდის დედამ “ფორმულას” ეთერით.










