“სასწრაფოდ იძებნება ვალერი ამონაშვილი 70 წლიდან და იმედია ცოცხალია !!!…. ადამიანი რომელიც აძალებდა უპატრონო უმწეო ქალებს გაეჩინა შვილები და გაეყიდა ან მოეპარა მათვის … თუ ბავშვში იყო გადახდილი 10 000 მანეთი ქალებს მხოლოდ 500 მანეთს აძლევდა… ასევე ბევრი ფაქტია როდესაც ქალებს პარავდა ბავშვებს…,. არის ფაქტი რომ მკვდარი ბავშვიაო და გაუხსნიათ სასაფლაოზე და თოჯინები ყოფილა შიგნით… ის 500 მანეთიც რომ არ უნდოდა მიეცა ადამიანს ვისაც პურის ფუი არ ქონდა….როგორ შემცდარა ეს კაცი რომ ის ერთერთი ბავში ვინც გააშვილა თუ მოპარა მე ვარ… და როგორ არ გაუმართა… !!! მოძალადე დაისჯება ვინც უბედურ ქალებზე ასევე ძალას ხმარობდა მიჰყავდა კაცები რომ დაეურსუებინა ეს ქალები რომ ბევრი ბავში გაჩენილიყო მათ !!!! როგორ მეცოდები უკვე სად გაჰყავი თავი !!!…. გააზიაროთ ქალბატონებო რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს პასუხი უნდა აგოს და თან შეილება ბევრი ისტორია გამხილდეს თუ მას მივაგენით !!!!”-
წერს გიორგი ნადირაშვილი . იგი ბიოლოგიურ მშობლებსა და ნეთესავებს ეძებდა, როცა აღმოაჩინა რომ დაახლოებით 15-მდე და ან ძმა შეიძლება ყავდეს.
” ჩემ ბიოლოგიურ ქალბატონზე არც გაბედოთ რამე ცუდი თქვათ,ეს ქალი აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი 13 წლიდან,როგორ ატყუებდნენ მას თუ ჩემში იყო 16 000 მანეთი გადახდილი მას მხოლოდ 500 მანეთს აძლევდნენ,ცხოვრებისგან დაჩაგრული უღარიბესი ოჯახი,ისეთი რომ სახლის კარების მაგივრად ფარდა ქონდა ჩამოკიდებული,ნათესავებმა და ყველამ ზურგი აქცია რადგან მაგ დროს მოგეხსენებათ ერთხელ რომ შეგრაცხავდნენ მერე ყველა ზურგს აქცევდა და ამით სარგებლობდნენ და რომელი ერთი მოვყვე,ასე რომ სანამ თქვენ სხვაზე ისაუბრებთ და დასკვნებს გამოიტანთ თუ რატო ჰყავს 15 ბავში გაშვილებული ჯერ ჩვენ ცოდვებს შევხედოთ იესო ქრისტეს აქვს ნათქვამი” მრუშ ქალს ასამართლებდნენ და ქრისტე წაადგათ თავს მოულოდნელად და მან უთხრა ხალხს, პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც თავადაა უცოდველიო”მე ამ სიშორიდან ვცდილობ გავერკვე ამხელა ისტორიის თავში თუ ბოლოში და ვიცოდე ვინ არის ჩემი სისხლი და ხორცი და მათაც ქონდეთ წარმოდგენა,რომ ყავთ ნახევარ ძმა ჩემი სახით”-წერს ის.