წყალტუბოში 25-ე ბაღიში ბავშვს ქილა თავში ჩაარტყეს. ამის შესახებ არასრულწლოვანის ბებია უყვება ტელეკომპანია “მეგა ტვს”. როგორც ის ამბობს ეს შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით ინციდნეტზე რეაგირება არავის ჰქონია. ბებია ესაუბრა წყალტუბოს ბაღების გაერთიანების უფროსსაც, რომელიც დაპირდა რომ მოიძევდა ინციდენტის დეტალებს , მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. დრო გაიყვანეს და ბავშვისთვის ექსპერტიზის ჩატარებაც ვეღარ მოხერხდა.
ორი კვირის წინ ჩემი ბავშვიც
(შვილიშვილი) გალახეს ბაღში. თავზე შავი დიდი კოპით გამოუშვეს ბაღიდან. სანამ გზაში თვითონ არ დაიწყო ბავშვმა მოყოლა, თუ როგორ ჩაარტყა მასწავლებელმა ქილა ( ბანკა) თავში, დედას ფაქტიც დაუმალეს. იქვე ვერ შენიშნა დედამ, რადგან არც მოელოდა. იმ წამსვე დაბრუნდა უკან და მასწავლებლის პასუხი იყო ასეთი: მე სულ არ ვიცი, საბნები ამქონდა მეორე სართულზეო. 25 ბავშვი მიტოვებული ყოლიათ. მეხუთე წელიწადშია ბავშვი და ყველაფერი იცის. ამბობს რომ სხვასაც ცემს მასწავლებელი. შემთხვევა ქ. წყალტუბოს 25-ე ბაღში მოხდა. ერთი ომი ავტეხეთ, შევძარით ყველაფერი და ხელი დააფარეს უსინდისოთ. რადგან გამაჩერეს დღეს ხვალ, დღეს ხვალ სანამ ბავშვს თავზე კოპი არ მოურჩა და მერე მითხრეს: ახლა რისი ექსპერტიზა გინდაო. ხელთ მაქვს ფოტო და ვიდეო მასალა, როგორ მიყვება ბავშვი ცემის ფაქტს. ხან დედაჩემს ურეკავდნენ გასაჩუმებლად და მოსარიგებლად ხან მე. ნაბიჭვრების ქარხანაა წყალტუბოში და ყურადღება მიაქციეთ, უფროსიდან დაწყებული, პატარათი დამთავრებული ერთი მაფიაა ყველა. ჩემი შემთხვევა არაა პირველი. ყველა საქმეს ასე ფარცხავენ, რადგან წყალტუბო პატარაა და ყველა ერთმანეთის ახლობელ-ნათესავია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წყალტუბოს მიაქციეთ ყურადღება. გაივსო უსაქმური მაიმუნებით ქალაქი. განუკითხაობაა ყველა მხრივ. ჩადით, შეამოწმეთ, ნუ ენდობით მათ ნაბოდვარს, აწარმოეთ მონიტორინგი. კამერები ვითომ დააყენეს და ჩართული სულ არ ყოფილა, თუ იყო და ეს ფაქტიც დამალეს ვერ გავიგეთ. მიხედეთ წყალტუბის მაფიოზებს! – გვიყვება დაზარალებული ბავშვის ბებია.
ტელეკომპანია მეგ ტვ- ი ესაუბრა წყალტუბოს ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსს გიორგი იობიძეს. როგორც მან გვითხრა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბავშვი კი სხვა ბავშვებთან დაჯახების შედეგად დაშავდა.
” მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა გამოკვლევები . გამოკითხა პედაგოგები , გამოკითხა თავად მშობლები ,რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. როგორც მათი გამოკითხვიდან ჩანს თვითონ ბავშვები თამაშისას დაეჯახნენ ერთმანეთს . უბრალოდ მშობელს არ გაუმხილეს . ამასთან დაკავშირებით კი ამღმზრდელებს შენიშვნები გამოეცხადათ . ძალადობის ფაქტი კი არ დასტურდება, მშობელს თუ სურდა ჩატარებინა ექსპერტიზა, ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება.” – განაცხადა გიორგი იობიძემ “მეგა ტვ” თან სატელეფონო საუბრისას.