“მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ” – ამ შინაარსის განცხადებები ისმის, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ.
დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში – ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უფლებადამცველები პროტესტზე გადავიდნენ.
მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.










