როგორც მოგეხსენებათ,გერმანიის ქალაქ მიუნხენში 21 სექტემბერს ლუდის 186-ეფესტივალი “ოქტობერფესტი” დაიწყო. ყველაზე დიდი, მასშტაბური სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს. გასულ წელს ლუდის ფესტივალს 6,3 მილიონი ადამიანი ეწვია, მიმდინარე წელს კი ორგანიზატორების ვარაუდით “ოქტობერფესტს” 6 მილიონამდე სტუმარი ეყოლება. ფესტივალის პერიოდში 1-ლიტრიანი კათხის ფასი საშუალოდ 11-12 ევროს შეადგენს. „ოქტობერფესტი“ ყოველწლიური, ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. ფესტივალი სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ტარდება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღესასწაულები მსგავსი სახით სხვა ქალაქებშიც იმართება, თუმცა ტრადიცია დასამაბს მიუნხენიდან იღებს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თეატრალური წარმოდგენები , ქუჩის მუსიკოსები კი კარგი განწყობის შექმნაზე ზრუნავენ.თავად გერმანელები „ოქტობერფესტის“ ნაცვლად, ფესტივალს „ფოლკფესტს“, ანუ მსოფლიოში ყველაზე დიდ სახალხო სეირნობას უწოდებენ.
განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...










