LIVE TV
კვირა, თებერვალი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსის მიმართვა, წმიდა და დიდ კვირასთან დაკავშირებით

დაპოსტა 2020/04/13-ში
112
ნახვა
გაზიარება

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსის მიმართვა, წმიდა და დიდ კვირასთან დაკავშირებით

    საყვარელო ძმანო და დანო, ყველასათვის ცნობილი შემზღუდველი ზომებისდა გამო, უამრავი ჩვენი ძმა, ამ წმიდა დღეებში აღსრულებულ ყველა მსახურებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თანამონაწილეობს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქრისტეში ყველა საყვარელ ძმასა და დას მივმართო ერთი გზავნილით, რომელიც დიდ და წმიდა კვირაში შესვლას ეხება.

     უფალში საყვარელო ძმანო და შვილნო, კიდევ ერთმა წმიდა და დიდმა ორმეოცმა მიაღწია სასრულს. დღეს, სიხარულით ვდღესასწაულობთ ქრისტეს ახლო მეგობრის, ლაზარეს აღდგინებას, რომელიც საერთო აღდგომის წინასახეს წარმოადგენს. ხვალ ბაიაობის დღესასწაულით გავიხარებთ და ვიგალობებთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა.“ მაშასადამე, განვასრულეთ რა წინარეებისაგან განსხვავებული, წმიდა ორმეოცი, კრძალულებითა და თავმდაბლობით შევდივართ წმიდა და დიდი კვირაში.

    ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საეკლესიო ცხოვრება. მორწმუნეებისათვის დაიხურა ტაძრები, საღმრთო ზიარების დაგემოვნება აკლდება მათ გრძნობით ორგანოებს, ვერ ხედავენ მათი ძმების სახეებს შეკრებისას, აკლდებიან ღვთისმოსავ (საღმრთო) მსახურებებს და საკმევლის კეთილსურნელებას. მართლაც, ეს ყველაფერი გაუცხოების შეგრძნებას იწვევს. ვრჩებით ჩვენს სახლებში, რათა მომაკვდინებელი ვირუსისაგან დავიცვათ თავები, მაგრამ ვაკლდებით მამის სახლს, რომელსაც მართლმადიდებელები, არა მხოლოდ აღიქვამენ და განიცდიან საკუთარ სახლად, არამედ მამის სახლი, ანუ ეკლესია მართლაც მათი სახლია. თუმცა, სულის ტკივილით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება ამ შეზღუდვების გახანგრძილევის შესახებ, რომელიც დიდ და წმიდა კვირასაც ეხება, რათა ყველა იყოთ დაცულები, გამონაკლისის გარეშე. პატრიარქის ანაფორას მართებდა, რომ კვლავაც დაეფარა თქვენი სიცოცხლეები, როგორც აკეთებდა ამას მრავალგზის, კონსტანტინოპლის ტანჯული საყდრის ისტორიაში. ძმანო და შვილნო, დარწმუნებულები იყავით, რომ თუკი თქვენ გული შეგტკივათ დაკეტილი ტაძრების გამო, თქვენი პატრიარქი ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. თუმცა, გარწმუნებთ, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. პანდემიის კრიტიკულ დღეებში, ექიმები და მეცნიერები რეკომენდაციებს გვაძლევენ და მთავრობის წარმომადგენლები საჭირო და აუცილებელ ზომებს მიმართავენ და ჩვენც წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ძმების დაცვის საქმეში.

      რა თქმა უნდა, ვლოცულობთ სიყვარულის, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი ღმერთის წინაშე, რომ განამტკიცოს დაავადებულები, შეეწიოს ამ მძიმე საქმეში ექიმებს, მკურნალებს და ყველა იმ ადამიანებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან ამ ნამდვილად დიდი პრობლემის მოგვარებისათვის. არნახულმა კრიზისმა დაგვანახა სიყვარულისა და სოლიდარობის ძალა და ღირებულება, რომლებიც (სიყვარული და სოლიდარობა) ადამიანურ საზომზე მაღლა დგანან და საღმრთო მადლის ბეჭედი გააჩნიათ. უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა და სრულებით არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი (ადგილი). დროებით მიღებული შემზღუდველი ზომები, არ წარმოადგენენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველივე არ მოგვემართება ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, არამედ როგორც „ხორცშემოსილ და სამყაროში მცხოვრებ“ ადამიანებს.

     მაშასადამე, ჩვენც თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საგანგებო ზომების განხორციელებას. ჩვენს ტრადიციაში, აღდგომა არ გახლავთ მხოლოდ ერთი «დაპატიჟებული და წმიდა დღე“. აღდგომა ეკლესიის მთელი ცხოვრებაა. აღდგომა „ეკლესიის დიდება“ და „სასუფევლის სიმდიდრეა“. აღდგომა გახლავთ მართლმადიდებლობის სრულყოფილი რწმენა, მორალი და კულტურა. ყოველი საღმრთო ლიტურგია გახლავთ აღდგომა. აღდგომა გახლავთ ყოველი სამრეკლო და ყოველი წმიდა ტაძარი.

    წმინდანები, მოწამეები და წმიდა ხატები, რომელთაც კრძალულებით ვეთაყვანებით და ასევე სიყვარულისა და კაცთმოყვარების ყოველი საქმე, აღდგომის სურნელს აფრქვევენ. მორწმუნეთა ცხოვრება ყოველდღიური აღდგომაა. ვიცით თუ რას ნიშნავს აღდგომა, რადგან ვიცით რას ნიშნავს ჯვარი. ჩვენ ვართ ჯვრისა და აღდგომის ეკლესია. ჩვენ გვაქვს ჯვრის გამოცდილება და აღდგომის გემოვნება და ამიტომაც ვღაღადებთ: «აჰა ესერა ჯვარისა მიერ მოიწია სიხარული ყოველსა სოფელსა“ (ქართულში ეს ფრაზა ამგვარად ჟღერს: „აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა“, ი.შ.).

    ამგვარად, ჩემო ძმანო და დანო, ამ დიდი კვირის განმავლობაში და აღდგომის დღესასწაულზე, თქვენი პატრიარქი და ფანარის კლერიკოსები ინტენსიურად ვილოცებთ ყოველი თქვენთაგანისათვის. მართლმადიდებლობის ამ დიდ მონასტერში, სიყვარულით მოვიხსენიებთ თქვენს სახელებს ცხოველმყოფელ ბარძიმში. თქვენ ხართ „სამართალთასა მიზეზისათვის დაკლებულნი“ (ამ სიტყვებს ვხვდებით ბასილი დიდის ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში და საუბარი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საპატიო მიზეზებისდა გამო, მოაკლდნენ წმიდა ევქარისტიას, ი.შ.), რომელთა გამოც ვევედრებით ღმერთს და ვამბობთ: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხენ სამკვიდრებელი შენი“. აღდგომას არ აიღებთ „წმიდა ცეცხლს“ ლამპრებით, თუმცა იგი თქვენს გულებში გადმოიღვრება. გახსნით თქვენს გულებს აღდგომის გაბრწყინებულ ღამეს და თქვენს გულებში განათდება წმიდა ნათელი, ქრისტეს წმიდა და დიდი ეკლესიის ჩაუქრობელი კანდლიდან. „გაათავისუფლეთ თქვენი პირადი მე, თქვენი პირადი მესაგან“, რათა აღდგომილი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლდეთ და მაშინ გახდებით თქვენც „ნათელნი სოფლისანი“, როგორც უნდოდა ჩვენს უფალს, რომ ყოფილიყვნენ ისინი, რომლებსაც სწამთ მისი და შეუდგნენ მას.

     ძმანო და შვილნო, მალე გავა დრო, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება. ვისურვებდი, რომ მოვლენების მხარეების სიღრმისეული აღმოჩენით, „კეთილი სახეცვლილების“ განცდით, ღმერთთან ერთობის ძალის გაცნობიერებით, რომელიც არის „ცხოვრება და ნათელი“, საღვთო ძღვენის – ჯანმრთელობის, სიცოცხლის, მსხვერპლის და სიყვარულის მადლისათვის, პერსონალური უფლებებისაგან განდგომის ღირებულების პატივისცემით, ყველა ერთად გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან.

     დიდი და წმიდა კვირა იწყება. აჰა ესერა სიძე მოვალს. აჰა აღვალთ იერუსალიმად, ხოლო „იგი“ ჩამოდის, რათა ჯვარს ეცვას. დღეს ძელსა ზედა დამოეკიდების. ვუგალობთ ქრისტე შენს მაცხოვნებელ ვნებას და შენს აღდგომას ვადიდებთ. ჯვრის უკიდურეს სიმდაბლეს მოაქვს სამეუფო დიდების გამარჯვება. გისურვებთ, რომ კეთილად გევლოთ ქრისტესთან ერთად, ჯვრისა და აღდგომის ჭეშმარიტ გზაზე. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!

       ბართლომეოსი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. ფანარი, 2020 წლის 11 აპრილი.

ბერძნულიდან თარგმნა, იოანე შოშიაშვილმა

თეგები: ბართლომეოსი
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
28
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
222
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
337
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
7.6k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
760
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
174
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
125
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
137
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
377
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
329
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».