ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმის წევრი ექიმი, ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მედიკოსის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის დაავადებაში წამყვანი ნევროლოგიური სტატუსია და მისი სრული რეაბილიტაცია მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი.
,,ნევროლოგიური სტატუსი არის წამყვანი მის დაავადებაში. ერთ დღეში შეიძლება იყოს გარკვეული სიმპტომები, მეორე დღეს არ იყოს. ხასიათის მერყეობები, თუმცა ეს არ სცილდება, ვთქვათ, ნორმატიულ ფარგლებს, ეს არის ძირითადად, მისი ნერვოლოგიური სტატუსი.
იგი ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას ანუ ჩვენ ამას ვეძახით ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვოლოგიური რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ჩვენ ვერ მოვიძიეთ იმ ზომით და იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც საჭიროა ასეთი პაციენტის მკურნალობისთვის” – განაცხადა თოიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძემ და მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმის წევრ ექიმმა, ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს.










