როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
მილანის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა და “ჯენოას” პრეზიდენტმა, ალბერტო ძანგრილომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიოლას ოპერაცია ჩაუტარდა.
ძანგრილოს თქმით, ქირურგიული ჩარევა ცოტა ხნის წინ დაიგეგმა.
კონკრეტულად რისი ოპერაცია დასჭირდა აგენტს და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.