იმერეთში მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
ფინალურ თამაშს რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.