,,მგონი ჩემს ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს. ეს ფოტო გადაღებულია 2024 წლის 17 აპრილს სპექტაკლის შემდეგ. ამ ფოტოზე ვჩანვარ მხოლოდ მე. სინამდვილეში ეს ფოტო სხვანაირად გამოიყურება. ის მაგონებს ოჯახურ სურათს, რომელიც ორ ნაწილად არის გახეული. ამ ფოტოში ვჩანვარ მხოლოდ მე ორი მიზეზის გამო: პირველი – არ მინდა ჩემი პოზიციის გამოხატვით საფრთხეში ჩავაგდო ამ ფოტოზე ჩემ გვერდით მდგარი სხვა ადამიანები (თუ ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს), ხოლო მეორე – შესაძლოა ისინი, საერთოდაც არ იზიარებენ ჩემს აზრს.
ხანდახან მესმის: “ჩუმად!”, “შენი აზრი არ დააფიქსირო!”, “პატრონი არ გყავს!” მინდა, რომ საქართველოში ადამიანს არ სჭირდებოდეს „პატრონი“, იმისათვის რომ მისი საქმე და მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აღმოჩნდეს.” – წერს მესხიშვილის თეატრის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე