LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან | საქართველოს მთავრობა

დაპოსტა 2022/03/28-ში
186
ნახვა
გაზიარება
” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში; ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში; ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა.
„შეგახსენებთ, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა, დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და გადავდგათ სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში. მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის უფრო ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში. ასევე, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რაც შეეხება გაზის ფასებს – გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები, რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, არის ძალიან მიზერული, მე ვიტყოდი. ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. ყველაზე იაფი ღირს მთელ ევროპაში გაზი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ, გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება, მინდა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიან და ტყუილებს ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება საწვავის ფასებს, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მე-100 ადგილზეა მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა არც გაზის მწარმოებელია და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი.
„ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით, ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

“დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის” – წილოსანი

თებერვალი 11, 2026
10
მთავარი

დღგ ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული - დღგ-ს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის, - ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად გააკეთა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს

თებერვალი 11, 2026
12
მთავარი

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის...

დაწვრილებითDetails

ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე,მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება-კალაძე

თებერვალი 11, 2026
24
მთავარი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

” ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ასე არ არის, პირიქით” – პაპუაშვილი

თებერვალი 11, 2026
6
მთავარი

ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია რუსთავის გზაზე

თებერვალი 11, 2026
441
მთავარი

რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ინფო რუსთავის  ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. მომხდართან...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 11, 2026
109
მთავარი

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის ტყეში, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კანონდარღვევა ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა. საუბარია 6 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს მანქანით გადაჰქონდა. ეროვნული სატყეო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა

თებერვალი 11, 2026
166
მთავარი

ხმაური იყო ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოწყობილ ფანჩატურში მოხდა.  დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო და მას წინ შელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

იმერეთისა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს

თებერვალი 11, 2026
14
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ავარია მოხდა

თებერვალი 11, 2026
17
მთავარი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 11, 2026
410
ამინდი

11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დასავლეთში პერიოდულად წვიმით და მთაში თოვლით, ხოლო აღმოსავლეთში ნალექით ძირითადად თოვლის სახით, ძლიერი ქარით და ნისლით.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +12 გრადუსი ოზურგეთში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».