სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. – ინფორმაციას იმერეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა. მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მიმდინარეობს მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება, რომელიც მთაში მდებარეობს, ხოლო მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. სოფლის საინიციატივო ჯგუფი ცდილობს გზის გაკვალვას.” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში უკვე მე-5 დღეა სტიქიას ებრძვიან.










