LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი” – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე

დაპოსტა 2025/11/24-ში
42
ნახვა
გაზიარება

ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ერთი საკითხია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და მეორე – რამდენად მოხდება აღსრულება.

„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულია“, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია, რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს უკავშირდება. კერძოდ, მისი თქმით, 24 ნოემბერს გამოცხადდება ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ადვოკატის განმარტებით, ყველა წინა დავა, ივანიშვილის მხარის გამარჯვებით დასრულდა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

” 5 დღე და ღამეა იწვის ტყე… სოფელში სახლის კარს ვეღარ აღებენ, ფერფლით სავსეა ყველაფერი”- ბაღდათში ხანძარს ვერ აქრობენ

ნოემბერი 27, 2025
282
მთავარი

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე უკვე მეოთხე დღეა რაც ხანძარია. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეცტექნიკა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ნოემბერი 27, 2025
204
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნოემბერი 27, 2025
120
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჟდანოვია. ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

მარნეულში მაღაზია “მაგნიტი” მეცხრედ გაძარცვეს

ნოემბერი 27, 2025
42
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ გაძარცვეს. "Marneulinews.ge" ს ცნობით, 27 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, უცნობმა პირებმა ქვებით ჩაამტვრიეს სუპერმარკეტის მინები და მაღაზიაში შევიდნენ. შემთხვევის დროს მოიპარეს დიდი რაოდენობით...

დაწვრილებითDetails

მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი – ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე

ნოემბერი 27, 2025
60
მთავარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არა მხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ "მსხვილი...

დაწვრილებითDetails

“გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად”- ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 27, 2025
43
მთავარი

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განმარტა, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია საჯარო მოხელის დღის აღნიშვნას გეგმავს

ნოემბერი 27, 2025
191
მთავარი

ქუთაისში საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგსანიზებისთვის  მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  35 000 ლარია.  ღონისძიება 19 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტში გაიმართება.  NAT250021396 1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 27, 2025
54
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებ-გვერდი, აპლიკაცია...

დაწვრილებითDetails

“მთელი სვანეთის და ჩვენი ერის ტკივილია“ – გიორგი ნავერიანს ემშვიდობებიან

ნოემბერი 27, 2025
63
მთავარი

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის შვილი, გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან. „გიორგი ნავერიანი თამაზის-ძე. რა დასანანი, სამწუხარო და სავალალოა ასეთი...

დაწვრილებითDetails

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 27, 2025
113
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში. მისი ახალ­გაზ­რდა ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი იყო. "გას­კდა გული. რო­გორ მიყ­ვარს ეს კარ­გი ბიჭი, ვე­რა­სო­დეს მო­გი­ნე­ლებთ, ვე­რა­ვინ გიო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».