LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

დაპოსტა 2025/09/11-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს; ასევე, მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან და ცხოველების სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ ტესტირებას..

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება.

დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2000-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება523

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ორი - დედა და 1 წლამდე ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, სწორედ დღეს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენი და ძირითადი ძალაა. წინ უქმეებია და აუცილებლად დაგეგმეთ დასვენება. კურო კარგი იქნება, თუ თქვენს სურვილებსა...

დაწვრილებითDetails

” სასოფლო დასახლებებს 5 მილიონზე მეტი მოხმარდა, ამიტომ ეს დაპირებაც შესრულდა” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...

დაწვრილებითDetails

“სასოწარკვეთილია ოპოზიცია და შეიძლება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი”- კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც უწყებამ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი...

დაწვრილებითDetails

ფინანსური წარმატება ელით ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

კირჩხიბი კირჩხიბებს იუპიტერი ხელსაყრელ პოზიციაში ჰყავთ, რაც უზარმაზარ ენერგიასა და წარმატების პოტენციალს აძლევს. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომა შეიძლება იქცეს წლის ყველაზე ბარაქიან პერიოდად. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, გადადგათ რისკიანი ნაბიჯები:...

დაწვრილებითDetails

სტიქია კახეთში – თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
სტიქია კახეთში – თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა
მთავარი

ორი დღის განმავლობაში თელავში ძლიერი სეტყვა მეორედ მოვიდა. სეტყვა, წვიმა და ქარი  დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რა ზიანი მოიტანა უამინდობამ, ინფორმაცია ამის შესახებ,  ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სტიქია იყო...

დაწვრილებითDetails

ეს ექვსი ჩინური ზოდიაქოს ნიშანი ერთ დღეში შეცვლის თავის ცხოვრებას

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

ჩინური ზოდიაქოს ექვს წარმომადგენელს ექნება განსაკუთრებული შანსი მიიზიდოს იღბალი და მატერიალური კეთილდღეობა. ეს დღე ემთხვევა „განთავისუფლების დღეს“, რომელსაც მართავს მეტალის მამლის სვეტი. ჩინურ ასტროლოგიაში „განთავისუფლების დღეები“ ძლიერ პერიოდებად ითვლება ცვლილებებისთვის:...

დაწვრილებითDetails

მეგი დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
მეგი დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“სად ყავს საქართველოს დასაკარგი შვილები” -ქუთაისში ავარიისას დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
“სად ყავს საქართველოს დასაკარგი შვილები” -ქუთაისში ავარიისას დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვანი ტრაგიკულად დაიღუპა. მეგა ტვის ინფორმაციით დღეს  დილით ავარიას 15 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლობლები დათოს ემშვიდობებიან: დათო ეს რა გაგვიკეთე მთელს უბანს, რომ ვერაფერს ვამბობ ეს ის მომენტია,...

დაწვრილებითDetails

პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიებია

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
10  გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
მთავარი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი. 2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"