იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.
მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.









