მთიანი სოფლები დღეს დაისეტყვა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინებოდა 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი იყო წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურამ დღის საათებში და ბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლო.
13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.
უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.