LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი სამართალი – ნაჯა ორაშვილი საკლუბო ფესტივალის ჯარიმაზე

მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს ყიდიან – არ ვიცი გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო

დაპოსტა 2020/12/14-ში
A A
497
ნახვა
გაზიარება
მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან – არ ვიცი გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო” – კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებლი ნაჯა ორაშვილი  საკლუბო კულტურისა და მასში დასაქმებული ადამიანების პრობლემებზე სოციალურ ქსელში წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“აქამდე ასე იყო, კვირის ბოლოს კლუბში გატარებულ ღამეებზე ვწერდით ხოლმე. ახლა იმისთვის ვწერ, რომ გადარჩენისთვის ძალა ვიპოვნოთ.
კლუბში პირველად 13 წლის მოვხვდი და თითქმის 25 წელზე მეტია, რაც ყოველ პარასკევს და შაბათს ამ ჯადოსნური რიტუალის თანამონაწილე ვარ. მართლა არასოდეს მიმიტოვებია საცეკვაო მოედანი, არც ომის დროს, არც ავადყოფნის დროს. ბევრჯერ მარტოც წავსულვარ, არ შემშინებია – არც უცხო ადამიანების გვერდით, არც მხედრიონელებით გავსებულ სივრცეში ყოფნის. კლუბებში დავდიოდი მაშინაც, როდესაც საცეკვაო მოედნები სავსე იყო აგრესიით, ჩხუბებით და შევიწროვებით , როდესაც ქალის კლუბში ყოფნა დანაშაულად ითვლებოდა, 9 თვის ფეხმძიმესაც კი არ შემიწყვიტავს ცეკვა. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში ერთადეთი შვება კლუბში მუსიკის მოსმენა იყო, რადგან დღემდე მჯერა და მწამს, რომ საცეკვაო მოედანს მართლა მაგიური ძალა აქვს.
განსხვავებული მუსიკალური შთაბეჭდილებების მიუხედავად, ყოველ პარასკევს მაინც ჯიუტად ვიმეორებდი ერთიდაიგივე სიტყვებს, რომ ასეთი ღამე ჯერ არ ყოფილა და მეხსირებაში ძალიან მკაფიოდ ვიბეჭდავდი ყველა წამს, ყველას მოძრაობას და მზის შუქზე გამოსული ადამიანების გულისცემას. 300-ზე მეტი ასეთი მომენტი მხოლოდ ერთ სივრცეში მახსოვს და ალბათ ათასობით სხვადასხვა ქალაქის საცეკვაო მოედნებზე. ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობამ მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაგვიტოვა, არაერთ ადამიანთან დაგვაკავშირა, ერთმანეთზე ზრუნვის, პატივისცემის, სიყვარულის, სოლიდარობის, მიმღებლობის და მტრებთან დამეგობრების არაერთი მაგალითი გვაჩუქა.
ალბათ ამ მოგონებების გამოა, რომ ეს ბოლო 10 თვეა გაუსაძლისად მეჩვენება ყოველი პარასკევის დადგომა. ამ პერიოდის განმავლობაში ბასიანის შესახებ არცერთი სიტყვა არ დამიწერია. კლუბის ოჯახის წევრებსაც კი ვერაფერს ვეუბნები, რომლებსაც ასობით უძილო ღამე აქვთ გატარებული ჩვენი უსაფრთხო და მშვიდი ღამისთვის და ახლა, უმუშევრად დარჩენილები, უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე რომ დგანან, მუსიკოსებსაც არ ვიცი რა ვუთხრა, რომლებმაც
არაერთი თავდაუვიწყარი ღამე გვაჩუქეს და ბევრ ჩვენგანს მძიმე ჭრილობები მოგვიშუშეს და დღეს გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან. ვერც კლუბში მოსიარულე ადამიანებს ვპასუხობ მარტივ კითხვებზე და ვერც საკუთარ თავს, რადგან მართლა არ ვიცი გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო.
თუმცა რაც ზუსტად ვიცი კლუბში დაბრუნებას ვნატრობ. არავინ იცის, როგორი იქნება პოსტ-პანდემიური საკლუბო ცხოვრება, წარმოდგენაც კი არ მინდა და ალბათ ამის გამოა, რომ თითქმის ყოველდღე მახსენდება, კლუბის შესასვლელთან უცხო, მაგრამ მაინც ახლობელ ადამიანებთან ერთად გატარებული ღამეები და მათთან დაუსრულებელი საუბრები – ჩვენს მომავალზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ერთობის აუცილებლობაზე.
ამ გულახდილი ამბების გამო მიყვარს საცეკვაო მოედნები, არაერთი წინააღმდეგობის და ტკივილის მიუხედავად მაინც რწმუნდები, რომ ეს ღამე მხოლოდ ამ ისტორიის მოსმენად ღირდა.
დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იგივეს განიცდის. ყველაზე მეტად იმაზე მეფიქრება თუ როგორ უნდა შევძლოთ საცეკვაო მოედნის ნამდვილმა ენთუზიასტებმა, გულშემატკივრებმა და კლუბების წარმომადგენლებმა, ვისთვისაც ჯერ კიდევ ძვირფასია ამ სცენის ღირებულება, არ დავკარგოთ მომავლის რწმენა და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის.
ალბათ, ერთადერთი იმედი, რაც დაგვრჩა სწორედ ეს მოგონებებია.”- წერს ნაჯა ორაშვილი ფეისბუკზე.
გაზიარება199

დაკავშირებული -პოსტები

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"