,,სტიქია (მეწყერი) რომელიც ჩვენთან სოფელ კურსებში განვითარდა, რათქმაუნდა ყველასათვის მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო. არასოდეს ჩვენთან, ისტორიულად, არც წინაპრებს, არც მამებს და დედებს ამდაგვარი რამ არ გადმოუციათ.
მე რაღაც 5-წელია რაც თბილისიდან კურსებში გადავსახლდი, ახალი სახლი ავაშენე, იქ სადაც ჩემი დიდი წინაპრები მე-11 საუკუნიდან ცხოვრობდნენ, ასე ვთქვათ ფესვებს დავუბრუნდი. ვიყავით ყველა ჩვენთვის წყნარად და მშვიდად, ვაშენებდით, ვვითარდებოდით. ახალს ვქმნიდით. იყო ლხინიც და ჭირიც, მაგრამ ერთობით ყველაფერს ვუძლებდით და გადავგვქონდა. კურსები დიდი სოფელია, მდინარე წყალწითელას გაღმა და გამოღმა, ჩვენ ასე ვთქვათ გამოღმელები ვართ, რომელიც კიდევ ორ უბნად იყოფა. ქვედა (ქოლობანი) და ზედა (ზელობანი) სწორედ ზელობნიდან დაიწყო ეს უბედურება და ამხელა მიწის მასა, მთელი მთა, დააწვა ქოლობანს, რომელიც დღეს სამწუხაროდ საშინელ მდგომარეობაშია, ეს იგივე ჩვენი თანასოფლელებია, ზედა და ქვედა უბრალოდ გეოგრაფიაა, ჭირშიც და ლხინში რომ ერთად ვიყავით სულ. მაგრამ რატომღაეც ამ ტრაგედიის გადატანა, მოუწიათ მათ 😔😢
ჩვენი უბანი, ზელობანი, მიუხედავად იმისა რომ მეწყერი ჩვენგა დაიწყო და დააწვა ქოლობანს, ჩვენთან საერთოდ არაა დაზიანებული არაფერი, არცერთ სახლს არა აქვს ბზარიც კი, ეს კი დაახლოებით 20-ზე მეტი ოჯახია.
არც იმ ღამით გაგვიგია რამე, რომ არა მაშველები, რომლებმაც მთელი ღამე, სიბნელეში, სიცივეში, ძლიერ ქარში იმუშავეს, მთელი სოფელი გააღვიძეს და გვთხოვეს დაგვეტოვებინა სახლები, ზელობანშიც და ქოლობანშიც. ეს მათი დამსახურებაა რომ არაა მსხვერპლი. საკაცეებით გადაყავდათ ხალხი ფანჯრებიდან, ზურგზე მოკიდებულები მიყავდათ მოხუცები და ასე მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან. დიდი მადლობა ბიჭებო 🙏🙏🙏
რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა მათი მხრიდან, იყვნენ საოცრად პრინციპულები საუბარში, მაგრამ ასევე ძალიან ზრდიალობინები და თბილები, ეს კი მათ დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს ♥️
რათქმაუნდა უკვე დილით, სოფლის ყველა მაცხოვრებელი სასტუმროში ვიყავით განთავსებული, სადაც ამჟამადაც ვიმყოფებით, არ გვაკლია ყურადღება.
ყველა განვიცდით იმ ხალხის მდგომარეობას რომელთა სახლები უკვე აღარ არსებობს, თუცა რომელიც არსებობს სავარაუდოდ არც იმ სახლებში იქნება შესაძლებელი ცხოვრება. ხოლო ზელობნის უბანი, პირადად სადაც მე ვცხოვრობ, ამსოლუტურად დაუზიანებელია. თუმცა, პრევენციისთვის მაშველებმა ჩვენც ყველა გამოგვიყვანეს და სანამ გეოლოგიური დასკვნა არ დაიდება ჩვენც სასტუმროში განგვათავსეს.
ძნელია უყურო შენს თანასოფლელს რომელმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, სახლი გაყიდა ქუთაისში რომ აქ, კურსებში აეშენებინა, ააშენა კიდეც, მოაწყო და …… დღეს ის სახლი აბსოლუტურად გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ასეთები საკმაოდაა 😔😢
არ ვიცი რატომ ვწერ ამ ყველაფერს, უფრო იმის გამო რომ მადლიერება გამოვხატო მაშველების მიმართ და მერე გავამხნევო ჩემი თანასოფლელები.
ხალხოოო…., არ დაიდარდოთ, ცხოვრება გრძელდება. ბევრად უარესებიც მომხდარა სამყაროში, მაგრამ ფერფლიდან აღდგენილან და უკეთესი ცხოვრება შეუქმნიათ.
იმედი არ დავკარგოთ, იმედი რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვაცოცხლებს. იცით რომელ იმედზე ვსაუბრობ? ჩვენი ერთი თანასოფლელი, გუშინ მივიდა თავის ახალ აშენებულ სახლთან, რომელიც უკვე თითქმის გადაყირავებულია, რომ სახლიდან კიდევ რაღაც გამოეტანა, კარი ვერ გააღო, გაჭედილი იყო, ბევრი იფიქრა გაემტვრია თუ არა, მაგრამ არ გაამტვტია, კი არ დაენანა, იმედი აქვს, რომ იქნებ რაღაც სასწაულმა დააბრუნოს ისევ ამ სახლში. აი ამ იმედზე ვსაუბრობ. და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს.
ყველაფერი მოგვარდება, მთვარია ცოცხლები ვართ. ♥️
ვილოცოთ და უფალი აუცილებლად შეგვეწევა. ” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი სულხან გოგოლაშვილი.
შიდა ქართლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ...










