საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2025 წლის 6 თვეში 310.655 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 49.344 მლნ ლარით მეტია. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 261.321 მლნ ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.
რამდენს ხარჯავს მთავრობა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2025 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 6 თვეში მათზე ჯამში 1.233 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი 1.393 მლნ ლარი.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.