ხმაური და დაპირისპირებაა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში. ადგილობრივი მოსახლეობა იმ ინვესტორს უპირისპირდება, რომელმაც სოფლის მიმდებარედ 80 ჰექტარი საძოვრები შეიძინა. მიწებს მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა, ახლა კი მათი დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ.
“არ მოხნა” – ამ შეძახილებით სოფლის მცხოვრებლები ტრაქტორის შეჩერებასა და ხნულებში ჩაწოლას ცდილობდნენ.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
ვითარება ცოტა ხნის წინ დასტაბილურდა, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტმა მიწის დამუშავება შეწყვიტა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდათ პრობლემის მოგვარებას, თუმცა გამარჯვების შემდეგ ამ საკითხით აღარ დაინტერესებულა.
ადგილობრივების პროტესტს სოლიდარობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამოუცხადეს. ამის შემდეგ ადგილზე “ოცნების” ჩინოვნიკებიც გამოჩნდნენ და ტრადიციულად, პრობლემა წინა ხელისუფლებას, კერძოდ მიხეილ სააკაშვილს გადააბრალეს.