LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან” – საერთაშორისო გამჭვირვალობა

დაპოსტა 2019/10/17-ში
74
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენის პრობლემაზე მიუთითებს და ამასთან, მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიკური ზრდის 5% -იანი მაჩვენებელი საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს. ამასთან, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია.

ბიუჯეტის შემოსულობები 1.2 მლრდ ლარით იზრდება, აქედან 675 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, ხოლო 570 მლნ-ზე მეტი სახელმწიფო ვალის აღებაზე.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 14.2 მლრდ ლარი იქნება. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები ერთი მლრდ ლარით იზრდება, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 451 მლნ ლარი გაზრდილ სოციალურ ხარჯებზე მიემართება.

194 მლნ ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მლნ ლარით იზრდება. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მლრდ ლარი იქნება. გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი).

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 111 ადამიანით იზრდება. მნიშვნელოვანი ცვლილება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროშია. შსს-ში დასაქმებულთა რაოდენობა 1 000 ადამიანით იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროში 1 250-ით მცირდება.

2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული.

2019 წელთან შედარებით 482 მლნ ლარით მცირდება ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, რაც მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია.

იზრდება ბიუჯეტის როგორც ოფიციალური (მთლიანი სალდო), ასევე ტრადიციული გაგებით დეფიციტი. უარყოფითი მთლიანი სალდო მშპ-ის 3.5% იქნება, ხოლო ტრადიციული დეფიციტი მშპ-ის 4%.

2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი 1 757 მლნ ლარით გაიზრდება, საიდანაც 856 მლნ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 901 მლნ ლარი საგარეო ვალი იქნება.

2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 22.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 46.8% იქნება. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება არ იზრდება, ისევ 754 მლნ ლარია გამოყოფილი. თუმცა, მიმდინარე წლის ხარჯები აჩვენებს, რომ აღნიშნულ პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაღალხარჯიანი უწყებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგადი განათლების პროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია. ნარჩუნდება დღეს არსებული მიდგომა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა,”-აღნიშნულია შეფასებაში.

თეგები: არჩევნებიზრდაპენსიახელფასი
გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
110
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

“რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი” – ზურა ჯაფარიძე

დეკემბერი 19, 2025
34
მთავარი

რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ, საშუალებას მოგვცემენ თავისუფლება შევიგრძნოთ, მერე გავჩუმდეთ, გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ - ამას ვერ მიიღებენ ,...

დაწვრილებითDetails

“ვინც ამბობს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო, პარლამენტში მოიყვანო” – ირაკლი ქადაგიშვილი

დეკემბერი 18, 2025
29
მთავარი

ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა...

დაწვრილებითDetails

“თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია” – ალექსანდარ ვუჩიჩი

დეკემბერი 18, 2025
20
მთავარი

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ეკონომიკური ზრდა - მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩიმ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ...

დაწვრილებითDetails

“დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვთ, უსამართლოა ” – ყაველაშვილი

დეკემბერი 18, 2025
30
მთავარი

არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვთ, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი - დიალოგი...

დაწვრილებითDetails

” ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა ” – პაპუაშვილი

დეკემბერი 18, 2025
97
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“აქციების დაშლის თემა არ ამოიწურება მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაისჯებიან” – თაზო დათუნაშვილი

დეკემბერი 17, 2025
74
მთავარი

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თემა არ ამოიწურება მანამ, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, რომლებმაც რეალურად მიიღეს გადაწყვეტილება და მონაწილეობა იმ არაკანონიერ სპეციალურ მოქმედებებში, რომლითაც დაიშალა მიტინგები, - ამის შესახებ „ლელო –...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

დეკემბერი 17, 2025
183
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით - 89 ხმით, ერთხმად მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული საბოლოო ცვლილების მიხედვით, მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირებს, ვინც ადმინისტრაციული...

დაწვრილებითDetails

” ევროპული ბიუროკრატია გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგულია” – კალაძე

დეკემბერი 17, 2025
86
მთავარი

როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს და თავდასხმებს, აბა როგორ გგონიათ, ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვესაუბროთ? - ევროპული ბიუროკრატია განადგურებულია, გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგული, თუ შეიძლება სადღაც ფსკერზე დახვიდე,...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

დეკემბერი 17, 2025
62
მთავარი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».