მზის სისტემას რეკორდული ზომის კომეტა უახლოვდება.
155 კილომეტრი დიამეტრის მქონე,C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-ად წოდებული კომეტა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი ზომის მსგავსი ასტრონომიული სხეულია.
მკვლევართა ანალიზის მიხედვით, C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-მა ამჟამინდელი ტრაექტორიით მოძრაობა მაშინ დაიწყო, როცა მზისგან 40 400 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფებოდა.
კომეტა მზესთან ყველაზე ახლოს 2031 წელს მივა, მათ შორის დისტანცია 10.97 ასტრონომიული ერთეული გახდება.
როგორც ასტრონომები აცხადებენ, ის დედამიწისთვის საფრთხის შემცველი არაა.