უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე „ნებისმიერი ფორმატისთვის“.
ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის შემოთავაზებული ორმხრივი შეხვედრის დეტალები.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშმა, რომ არ სურს შეხვედრაზე პირობების დაწესება, რადგან პუტინი საკუთარ პირობებს დაიცავს.
„მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე“, – თქვა მან.










