ბიჭი სოფელში ბაბუასთან იყო. სახლში მისულმა დედამ იგი ჩამომხრჩვალი იპოვა.
,,უნიჭიერესი, მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილე, საოცრად კარგი ბიჭი”-ასე ახასიათებენ მოზარდს , რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ეს არ არის სტატისტიკა, ეს ტრაგედიაა, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა, მაგრამ საქართველოში იგი საგანგაში სახეს იღებს. ,,მარტო დღეს 2 შემთხვევა გავიგე, ერთი სამეგრელოში, მეორე თბილისში”– წერს სოციალურ ქსელში tata davituliani.
10 სექტემბერს კი, როცა მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა, საჩხერეში 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, თავი ჩამოიხრჩო .
სტასტიტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.