“ყველაზე მთავარი განტვირთვა რაც არის ჩემს ოჯახთან ყოფნაა, დედასთან და მამასთან ურთიერთობა. მშობლებთან ურთიერთობა მენატრება, დიდი ხანია არ მქონდა ეს საშუალება და ფუფუნება მათთან ერთად ვიყო რამდენიმე დღე, მით უფრო კოვიდის პირობებში. მე არასდროს არ დამიჯერებია რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ძალიან ბევრი ახალგაზრდები, ბევრი ქალები მათ შორის. მე ყოველთვის მჯერა და იმას ვაკეთებ რაც რეალურად ვფიქრობ რომ ქვეყნისთვის არის აუცილებელი.”-ხატია დეკანოიძე
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი