უკაცრავად, სრული რეალობაა დასანახი, მაგრამ, ისე არაა, ბევრს რომ ჰგონია და ბევრს რომ უნდა.
ახსენა გეოგრაფიაც და აი როგორ
,,არსებობს ქვეყნების კატეგორია, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები, მაგრამ, მათი თავდაცვისპოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია სხვაა. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ძალიან ახლო (გამოიყენა სიტყვა დახურული) მეგობრობის ქვეყნები, მაგრამ, თუკი თქვენ ამას ეს გეოპულიტიკურად და გეოგრაფიულად შეხედავთ (როგორც ეს გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად დღეს კარგად ჩანს, აი ეს ინტერპრეტაციაც დაშვებულია), ისინი დღეს არ არიან (პლაცირებულნი) იგივე სიტუაციაში (იგულისხმება უკრაინა და მოლდოვა)
ესეც ორიგინალი.
მოკლედო, დღევანდელი გადმოსახედიდანო ხართო ეს სამი ქვეყანაო დღესო ერთ ტაფაშიო.
სხვა დროს არ ვიციო, მაგრამ,
დღესო ასეაო?
ახლა არის ორი ვარიანტი
ბატონმა მაკრონმა არ იცის რომ ქვეყნები ასე ადგილებს არ იცვლიან დედამიწაზე და თუკი დღეს ეს გეოგრაფიული სიტუაცია გვაქვს, ხვალ ან ზეგ როგორ გვექნება სხვა.
ან
მაკრონი გვეუბნება რომ, თუკი ხვალ შეიცვლით გეოპოლიტიკურ კურსს, აღმოჩნდებით სხვა გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიული ინტერესების სფეროშიო.
დღეს ასე მოგინდომებიათ და მე რა, მე ერთი პატარა პეწი ფრანგი პრეზიდენტი ვარო….
Then there is our category of countries that are part of the Eastern Partnership, but whose security, geopolitical situation is different. Georgia, Armenia, Azerbaijan, are very close friendly nations, but if you see it well both geopolitically and geographically, they are not today placed in the same situation










