,,პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრ რამეს არ ვეთანხმები და ვფიქრობ, დასახელებულ პრობლემათა ნაწილში მასაც მიუძღვის თავისი წვლილი.
როგორც სახელმწიფოს მეთაურს, შეეძლო სწორი მხარე დაეჭირა, მაგრამ ეს არ გააკეთა, თუმცა ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს, მოვა ამის დროც.
რაც შეეხება მის დაანონსებულ შეკრებას, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე აქცია, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება, ვინმეს კუთვნილებაა, ან პრეზიდენტის ან სირცხვილიასი ან რომელიმე პარტიის, ის მხოლოდ ქვეყანას წაადგება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არა მხოლოდ არაფერს აკეთებს, არამედ ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ.
მე მჯერა, რომ ხალხი დადგება პრეზიდენტის გვერდით, თუმცა საკითხავია ის, პრეზიდენტი თუ დადგება ხალხის გვერდით?
მე ორივეზე მივალ.
და თუ კიდევ ვინმე დააორგანიზებს, არც იქ დამეზარება მისვლა.










