„ეს გაუბედურება, ეს სიღარიბე, ეს წარმოუდგენელი უპერსპექტივობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.. მაგრამ ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება განსაკუთრებული მობილიზაცია..
მე იმედი არა მაქვს ბევრის.. ეხლა იცით, არ დავიწყებ იმის ლაპარაკს, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფებივით, რომ „ვაიმე, თუ ყველა არ გაერთიანდა… ყველა 1%-იანი პარტია”…
უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხანია აღარანაირი ოპოზიციონერი არ არის და თავს ნუ მოვიტყუებთ..
მაგრამ ჩვენ ვარსებობთ!
„ნაციონალური მოძრაობა” არსებობს!
მე ვარსებობ!
რაც მთავარია, ქართველი ხალხი არსებობს, რომელსაც მობეზრდა, ტალახში და წუმპეში რომ მიათრევს ყველა ერთად – დაწყებული ივანიშვილიდან და დამთავრებული მასთან გარიგებული პატარ-პატარა რაღაც ჯგუფებით და პიროვნებებით..
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვიღაცეებს გაურიგდნენ კიდევაც და ყველაფერიც.. მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი და ხალხმა უნდა იცოდეს:
მიხეილ სააკაშვილი არ იყიდება!
„ნაციონალური მოძრაობის” ბირთვი და ერთგული მომხრეები არასოდეს იყიდებიან!
და ეს არის ჩვენი მთავარი ბრძოლა!
ეს იქნება ჩვენი დიდგორი, ახლა, ოქტომბერში!
და ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას.
ჩვენ უკან დასახევი გზები გვაქვს ჩახერგილი…
მე პირადად ვაპირებ, ჩავიხერგო ჩემთვის პირადად უკან დასახევი გზები”..
მიხეილ სააკაშვილი
„დღის სტუმარში”









