LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოსთან გვაქვს მუდივი კონსულტაციები – ირაკლი კობახიძე

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2020/05/28-ში
A A
310
ნახვა
გაზიარება

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მმართველი გუნდის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უსაგნოდ აკრიტიკებდა.

„განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერ – მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა წარმატება.

სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, ვინც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია, თავისი „ფეიქ“ ტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გახსოვთ უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება. გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ერთადერთი ის არ მოუთხოვიათ, რომ ეკლესიებში სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით. ისინი აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს. ითხოვდნენ 4 მლნ ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება. მოკლედ, ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა და მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ჩარიცხა.

„ვიდრე ამ 3 თვის განმავლობაში ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ვისმენდით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრები გაიღეს კრიზისთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მლნ ლარი და კოვიდის ფონდში ჩარიცხა. დეპუტატებმა შესწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდს. გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი ქილიკის საგანი გახადეს და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და ერთი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერიდან“, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება124

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა დაიწყო ცვლილებების, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებს ეხება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაცია და იმპორტი, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის...

დაწვრილებითDetails

ნიკა გვარამიას 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით...

დაწვრილებითDetails

8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
მთავარი

8 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. შესაბამისი განცხადება ოპოზიციური პარტიების სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან წაიკითხა.   განცხადებას უერთდება: "თავისუფლების მოედანი";...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ
მთავარი

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა. მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება. ამასთან "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
17 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა”
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის...

დაწვრილებითDetails

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი - მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და...

დაწვრილებითDetails

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას - გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა – საქართველოს პრეზიდენტი
მთავარი

გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"