LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მეამბოხე” მაჟორიტართა შესახებ უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილება დაანონსა

მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას – მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2020/05/05-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას შეუწყობს ხელს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ თემაზე მსჯელობისთვის ღიაა.

“შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე. მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას და მოდელის დახვეწას, რომელიც შეიძლება პროექტის შემოთავაზების სახითაც მივიღოთ, ან ჩვენ შევთავაზოთ კონკრეტული გეგმა და ამის მოდიფიცირება, დახვეწა შევძლოთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის. იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico
მთავარი

რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება...

დაწვრილებითDetails

“ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ეს არის კრიმინალების განცხადება” – ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის” გეგმებზე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად...

დაწვრილებითDetails

” „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი” – კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"