LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა”-ლანა ღოღობერიძე

,,მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა”-ლანა ღოღობერიძე

დაპოსტა 2019/12/08-ში
A A
182
ნახვა
გაზიარება

ლანა ღოღობერიძე საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ რეჟისორს, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა ვრცელ პოსტს უძღვნის:

ჩემი ზაზა! ჩემი უმცროსი მეგობარი! ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი! რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი. მე — შენ — გაცილებდე სამარის კარამდე?! მე — შენ! შენ ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა. 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი (დღეს არც კი ვიცი, მართლა ხუჭუჭა იყავი თუ არა, მაგრამ მე ასეთი დამამახსოვრდი). თვალები რაღაცნაირი, მძლავრი ენერგიით გიელავდა. ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: “რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ”… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს: სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ! (თუმცა მაშინ, ალბათ, ამ სიტყვის არსიც არ გესმოდა). რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში, და თუმცა ბავშვური ასაკი არ უწყობდა ხელს, უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის. ამას მერე ხშირად იხსენებდა და უკვირდა – როგორ ამიყვანეთ ჯგუფში 16 წლის ბიჭიო.

მერე, წლების მანძილზე, ზაზა ჩემთვის ნამდვილი ახლობელი გახდა. მართლა ახლობელი. მეგობარი. ხშირად მირეკავდა, მოდიოდა. ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა. ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში, ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა. და მეც ვუზიარებდი ჩემ ჩანაფიქრებს, ფილმის გადაღებულ მასალასაც კი ვაჩვენებდი. ეს ბოლო ფილმიც ნახა, ერთ-ერთი მონტაჟის ეტაპზე. ახლაც მახსოვს, რამ დააეჭვა და მე, ბევრი ფიქრის მერე, მისი შენიშვნებიც გავითვალისწინე. ეს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, რატომაც არა, ხომ შეიძლება მეც რაღაცა გასწავლოთო!
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები. ანას წარმატებაც ეამაყებოდა ძალიან. ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, რომ ეს მარტო სიფიცხე არ იყო, არამედ მგრძნობიარობაც. თურმე უკიდურესად მგრძნობიარე იყო. ალბათ, ზედმეტადაც? საკუთარი თავის საზიანოდ.

და მე არ მშორდება განცდა, რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე. იქნებ შემეძლო და არ ვუშველე. აკადემიაში მთელი იმ თურმე საბედისწერო დაპირისპირებების მერე, მისი წერილის მერე პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ის არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე. ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის არ პასუხობსო. და მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს? რატომ არ გვესმის ერთმანეთის? რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს – ასე იოლად? უცებ გამახსნდა კიდვ ერთი გულნატკენი, ასე ადრე წასული ამ წუთისოფლიდან, “დარდის შემგროვებელი” გოდერძი ჩოხელი. ისიც ჩემი ნასტუდენტარი და ისიც ძალიან ახლობელი. ისიც გატყდა. რა არის ჩვენი შეურიგებლობის არსი? რატომ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ? ბოლო ხანს ეს გახდა ჩემი მთავარი წუხილი. ჩემი ფილმიც ამას ეხება, ადამიანის უნარს – გაუგოს სხვას, შეიგრძნოს სხვისი ტკივილი, უთანაგრძნოს მას. ზაზას ფილმში სწორედ ეს ხაზი მოსწონდა. თუმცა მაშინ სულაც არ ფიქრობდა, რომ მალე თვითონ აღმოჩნდებოდა დაპირისპირებისა და შეურიგებლობის შუაგულში.

ზაზას გული გაუსკდა. იქნებ ამან დაგვაფიქროს და შევეცადოთ: გავუფრთხილდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, არ ვატკინოთ ერთმანეთს გული. ხშირად გავიხსენოთ:

“ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია.”

თეგები: ზაზა ურუშაძელანა ღოღობერიძე
გაზიარება93

დაკავშირებული -პოსტები

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

თბილისის რამდენიმე ქუჩას 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კონკრეტული ქუჩებისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" აქვეყნებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების...

დაწვრილებითDetails

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ძალიან მინდა ზღვაზე ,ლუდის დალევაც-ზელენსკი
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.   ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე განცხადებაგაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა,...

დაწვრილებითDetails

ამინდის განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +30 - მზიანი სოხუმი +31 - მზიანი ზუგდიდი +32 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიულობა დაგეხმარება საქმიანი ამოცანების გადაჭრაში. არ აირიოთ გარშემომყოფების ემოციებში. საღამო იდეალურია სპორტისთვის ან ფიზიკური აქტივობისთვის. კურო შეიძლება გადაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ დასვენებას. ფული ფრთხილად დახარჯეთ — გადაუწყვეტელი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში ავარია მოხდა. "მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ავიაკასების მიმდებარე ტერიტორიაზე , ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა . არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

უწმინდესი რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს უსამძიმრებს. ბატონ რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი,...

დაწვრილებითDetails

“პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის” – სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
“ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან” – სალომე სამადაშვილი
მთავარი

ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყოო, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გვამცნობს ვინმე შალვა, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული­ - პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა. მართალია, ქართველების დიდ ნაწილს 12 წელი დასჭირდა მისახვედრად, BACK...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
მთავარი

ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები. "ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა, ასევე ექსტრემადურაში ტყის...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა
მთავარი

1871 წლის  16 აგვისტოს ქუთაისში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა. ზაქარია ფალიაშვილს დიდი დამსახურება და ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ქუთაისში...

დაწვრილებითDetails

„რა უნდა გავაკეთოთ 16 აგვისტოს 20:01 საათამდე“ – რამაზ გიგაური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „მიუხედავად იმისა, რომ მთვარე აგრძელებს კუროს ნიშანში მოძრაობას, ის „კურსის გარეშეა“, რაც მის ასტროლოგიურ „ეფექტიანობას“ ბევრად ამცირებს. ამიტომ ეს დღე შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"