LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მე არავის ნიშნისმოგებით არ ველაპარაკები-მეუფე იაკობის ქადაგება 23.11.2023

დაპოსტა 2023/11/23-ში
43
ნახვა
გაზიარება

დღეს, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

სადღესასწაულო ქადაგებაში მეუფე იაკობმა აღნიშნა:

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი-არს და იყოს!

გაიხარეთ, ყველას გილოცავთ, ჩვენთვის ქართველებისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, წმ. გიორგის ხსენებას. ღმერთმა, წმინდა გიორგიმ დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი საქართველო.

წმ. გიორგის სახელზეა აშენებული ეს ტაძარი, აქვე არის წმ. ნინოს უკანასკნელი განსასვენებელი. აქ, დედამიწაზე, წმ. ნინო და წმ. გიორგი ახლო ნათესავები იყვნენ და წმ. გიორგიმ თავისი ცხოვრებით განადიდა ღმერთი.

წმ. გიორგის ხსენება მანამდეც იქნებოდა, ვიდრე საქართველოში წმ ნინო შემობრძანდებოდა, მაგრამ როცა ჩამოვიდა, ნახეთ, როგორ ადიდა ღმერთი, ახლიდან მოგვაქცია.

იცით, პირველი მოციქული ანდრია პირველწოდებული იყო, ასევე სხვა მოციქულებიც შემოვიდნენ ჩვენთან და ამ ახალგაზრდა, პატარა გოგონამ, მაგრამ ძლიერმა და დიდმა ადამიანმა, როგორ დაამშვენა ჩვენი,  ქართველთა ცხოვრება, განადიდა ღმერთი და ღმერთმა ასევე განადიდა წმ. გიორგი.

ჩვენ ვართ ახლა იმ ტაძარში, რომელიც ერთ ერთი პირველი ტაძარია საქართველოში წმ. გიორგის სახელობის, ეს პატარა და კოხტა ტაძარი.

შემდეგ, შუასაუკუნეებში კიდე შეიცვალა, მაგრამ მთავარია ერთ -ერთი პირველი, სადაც იყო, აქ არის, ბოდბეშია, კახეთში, ქიზიყშია და ეს არის ჩვენი ერის ისტორია.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ყოველდღე გარკვეულ ადგილას ვდღესასწაულობთ წმ. გიორგის ცხოვრებას და  ერთ -ერთი  პირველი ეს ჩვენი ტაძარია.

წმ. ნინომ დაარსა და თვითონაც ინება, რომ აქ ყოფილიყო. ჩვენ კარგად ვიცით რა არის ღირსშესანიშნავი წმ. გიორგის ცხოვრ ებიდან.

ის, ერში ძალიან წარმატებული ადამიანი იყო, მაგრამ პირველ რიგში იცოდა,  ქვეყანაზე ღმერთისგან იყო მოვლენილი და ერში წარმატებაზე არ  გაყიდა ღმერთთან წარმატებული ცხოვრება..

იცით მაშინ დიოკლიტიანე იყო მმართველი, ძალიან საინტერესო პიროვნება. იცით, როგორ აწამა, მერე როგორ მოაკვლევინა წმ. გიორგი, მაგრამ წმ. გიორგისნაირ ადამიანებს ვერაფერს დააკლებს ვერც ერთი მკვლელი, ვინც არ უნდა იყოს,
იმიტომ რომ ისინი თავისი სიკვდილით ღვთის წიაღში მიდიან.

როგორც ღმერთმა, ჩვენმა მაცხოვარმა დადო ჩვენთვის თავი, ასევე, ღვთის დიდებისთვის თავის თავი მსხვერპლად მიიტანა წმ. გიორგიმ და არაფერზე არ გაცვალა.

რას არ პირდებოდა დიოკლიტიანე, იმპერიის გაყოფასაც, დიდი ნაწილის მიცემასაც და ცხოვრების მერე, რომ გარდაიცვლებოდა მემკვიდრეობა დაეტოვებია, მაგრამ ასეთ უღირს ცხოვრებაზე უარი თქვა და დღევანდელ საქართველოში არ უნდა ვიყოთ სკამისმაძიებლები, თუ წმ. გიორგის ერი ვართ და მივსდევთ მას, ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც წმ. გიორგიმ იცხოვრა.

ქართველებს განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს წმ. გიორგისადმი, იმიტომ რომ ჩვენი ერიც მასეთი ვართ, მოწამე ერი ვართ და ვინც არ უნდა მოვიდეს, როგორი მტარვალიც არ იყოს შინაური იქნება, თუ გარეული, მაინც ჩვენს ქრისტესთვის ცხოვრებას ვამჯობინებთ ხოლმე და თავს ვწირავთ დიდი , თუ პატარა ყოველთვის ქრისტესთვის და ქრისტეც გვიფასებს და განადიდებს ჩვენს ერს.

იმითაც განადიდებს, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იმითაც განადიდებს, რომ პანდემიისას, როდესაც მთელი მსოფლიო შეშინდა და ღმერთი ფაქტიურად მიატოვა ყველამ, ქართველს არ მიუტოვებია.

სხვა ერებშიც ძალიან უნდოდათ არ მიეტოვებინათ, მაგრამ თითქმის ყველა, მართლმადიდებლური სამყარო იყო , თუ სხვა, ნებისმიერი სხვა რჯული, ყველამ ფიზიკური გადარჩენა იქადაგა და არა ის, რასაც წმ. გიორგი და ასიათასი ქართველი და ექვსიათასი ბერი გვიქადაგებენ თავიანთი ცხოვრებით.

თითოეულ ქართველს ვულოცავთ ამ წმ. დღეს და ეს არის ქართველების დღე. 23 ში ჩვენ ვდღესასწაულობთ. არის 6 მაისი -აპრილის 23 საეკლესიო კალენდრით.

Დღევანდელ დღეს ვადიდებთ ღმერთს და ვადიდებთ წმ. გიორგის. წმ , გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო როცა ეწამა და დღეს არის ასევე კოსტანტი კახის ხსენება, ის ასაკოვანი კაცი იყო და მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდობას წაიკითხონ  წმ გიორგის ცხოვრება. წაიკოთხონ კოსტანტი კახის ცხოვრება და ნახავენ, ახალგაზრდა კაცს, თუ ძველგაზრდას, რაოდენ ძალას ძლევს უფალი, რომ არ გაყიდოს სარწმუნოება, არ გაყიდოს ერი და ვიყოთ ისე, რომ არ ვიყოთ მახვეწრები.

დიოკლიტიანე ისეთი მმართველი იყო, რომელიც სხვა მმართველებისაგან გამოირჩევა იმით, რომ მიატოვა იმპერატორობა და წავიდა და დაბრუნება რომ სთხოვეს უარი თქვა.

ისე არ უნდა ვიყოთ, რომ ვიღაცეების სკამის გამო დავრბოდეთ უცხოეთში და ვიხვეწებოდეთ, ოღონდ მოგვიყვანეთ, ყველაფერს გავაკეთებთო. გავიხსენოთ მაშინვე, წმ. გიორგი გავიხსენოთ.

მე არავის ნიშნისმოგებით არ ველაპარაკები, მინდა  ყოველი ქართველი და საქართველოს მოქალაქე, ძლიერი იყოს სულიერად, ძლიერი იყოს ცხოვრებაში, და დასაცინი არ იყოს არავისი, თორემ ამ ცხოვრებაში, რამდენი წელი უნდა ვიცხოვროთ, ყველას მოუწევს, ვინც მეორედმოსვლას ცოცხლად ვერ მოესწრება, გასვლა ამ ქვეყნიდან და რითი წარვსდგებით?

თუნდაც, თუ ღმერთი არ გწამს წინაპრების ხომ გწამს და რისთვის ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, ჩვენმა წინაპრებმა რისთვის იწვალეს

⁸ღმერთმა დალოცოს საქართველო. მე ჩვენს უწმინდესს ვულოცავ, ჩვენს სინოდს ვულოცავ, მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, დედა თოდორას, ჩვენი მონასტრის დებს ვულოცავ, რომლებიც განსაკუთრებით უვლიან ამ წმინდა ადგილს, წმ. ნინოს სავანეს და წმ. გიორგის ერთ – ერთ პირველ ტაძარს. ყველა ტაძარი ძვირფასია ჩვენთვის და შეგვეწიოს უფალი!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით ქართველები, ჩვენ ძალას გვაძლევს ღმერთი, ჩვენ ძალას გვაძლევს დედაღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, ასიათასი მოწამე, ექვსიათასი ბერი, კონსტანტინ კახი და მრავალი და მრავალი სხვა. გაიხარეთ და სულ გახარებული და გამარჯვებული მენახეთ თითოეული თქვენთაგანი და სრულიად საქართველო.

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ყველას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა”-

ბოდბელი მთავაეპისკოპოსი

მეუფე იაკობი

23.11.2023.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
0
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
1
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
8
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

იანვარი 24, 2026
190
მთავარი

საქმის ფარგლებში ღამით რამდენიმე დაკავებული არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გუშინ გვიან ღამით სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს. “პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო – საია

იანვარი 24, 2026
9
მთავარი

ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, - ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. როგორც საია-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში 16 წლის ბიჭი დაჭრეს

იანვარი 24, 2026
81
მთავარი

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქთან ბიჭებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ბიჭს ჭრილობები ცივი...

დაწვრილებითDetails

2025 წელს იმერეთში უკანონო თევზჭერის 117 ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 24, 2026
20
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
178
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

იანვარი 24, 2026
132
მთავარი

გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

იანვარი 24, 2026
38
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».