“ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობას სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას სთხოვს, არის ხარბი, პოპულისტი ბოროტმოქმედი, რომელიც 570 000 ბავშვს მოსაწამლად წირავს (სულ 630 000-ია, უბრალოდ, 60 000 კერძო სკოლაში დადის და კვების პრობლემა არ უდგას).
აბსოლუტურად ყველა.
რამდენად რეგვენი უნდა იყო, რომ სხვისი შვილის კვებას იმ მთავრობას სთხოვდე, რომელსაც 20-ჯერ მცირე ჯარი ვერ გამოუკვებია ისე, კუჭი რომ არ აუშალოს.
მეჯავრებით.
ბავშვებს შიათ იმიტომ, რომ მათ ოჯახებს შიათ
ოჯახებს დაეხმარეთ!
ბავშვების დაწამვლას ნუ ითხოვთ, რომ “ფუმფულა კეთილებად” გამოჩნდეთ, თქვე ბრიყვებო!
ევროპული საქართველოს რეფორმა ამ პრობლემას ფუნდამენტურად აგვარებს და ხარისხი (სწავლისა და ინფრასტრუქტურის) ხელმოკლესთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
P.S. ყველა ოპოზიციონერს, ვინც სამთავრობო კვებას ითხოვს, უფასო სასადილოებში კვებას მივუსჯიდი.
მთავრობის გაკეთებული საჭმელი თხვლიფონ, რომ ეგებ ბავშვებს აღარ აკადრონ”. – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.









