ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა რამდენიმე სახლის კედელი მოანგრია
ნანგრევებში მოჰყვა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას სამედიცინო დახმარება გაეწია და ოპერაცია უტარდება.
ადგილზე მივიდნენ ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით რვა ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს.
უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებს ხელისუფლება დროებით ნაქირავებ ფართში გადაიყვანს.
ამ დროისთვის, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე 80-მდე შეტყობინებაა შესული.










