კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reuters ავრცელებს.
მეწყერის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კი – კრიტიკული.