მზის სისტემის გარეთ არის უცნაური სამყარო ძალიან ძლიერი ქარით. საუბარია გიგანტ WASP-127b-ზე, რომელიც დედამიწიდან 500 სინათლის წელზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
ეს გიგანტი იუპიტერზე დიდია, მაგრამ ნაკლებად მასიური, წერს Interesting Engineering.
თუმცა, მეცნიერებმა ახლა გააკეთეს წარმოუდგენელი აღმოჩენა „ზებგერითი ქარების” შესახებ, რომლებიც ჭრიან WASP-127b-ის ეკვატორს. ასეთ ქარებს შეუძლიათ საათში 33 ათასი კილომეტრის სიჩქარე მიაღწიონ, რაც ექვსჯერ უფრო სწრაფია ვიდრე თავად პლანეტა ბრუნავს.
„ეს არის ის, რაც აქამდე არ გვინახავს. ამ პლანეტის ატმოსფეროს ნაწილი ჩვენკენ მიიწევს დიდი სიჩქარით, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენგან იმავე სიჩქარით. ეს სიგნალი გვაჩვენებს, რომ არსებობს ძალიან სწრაფი, ზებგერითი, რეაქტიული ქარი პლანეტის ეკვატორის ირგვლივ“,- აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი.
ამ პლანეტაზე ქარის სიჩქარე წარმოუდგენლად მაღალია, თითქმის 9 კმ/წმ-ს აღწევს. ეს ქარები იყო ყველაზე სწრაფი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა პლანეტარული რეაქტიულ ნაკადში.