ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად და „მეფის დასაცავად“, დღეს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, პარტია „ალტ ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ.
„ოდესღაც ვიღაცას უთქვამს, მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, მე ვიტყვი, რომ მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები აქ ვართ და მის ღირსებას ყოველთვის დავიცავთ.
დიდება მეფეს! ჩვენს მეფეს სიცოცხლის ბოლოს, ასაკზე მეტი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე. ეს ჭრილობები სწორედ ჩვენი საქართველოს, ჩვენი სარწმუნოების დასაცავად მიიღო“, – მიმართა შეკრებილებს ოთო მდივნიშვილმა.
აქციას თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილიც შეუერთდა.
„ენა უნდა დაიმოკლოს! გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და განსაკუთრებით თელაველები. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის!
წყარო: რეგ ინფო










