ხაშურში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი დაკავებული არ არის.
შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ხაშურში მოკლა (+ფოტო)