LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეუფე შიომ პრემიერს  გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდა

მეუფე შიომ პრემიერს გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდა

დაპოსტა 2023/05/27-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

მეუფე შიო ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. პატრიარქის მოსაყდრე, რომელიც მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება, დღეს გელათის საბჭოს შეკრებაზე, ტრიბუნასთან დადგა და მთავრობის მეთაურს პატრიარქის სახელით მადლობა გელათის გადარჩენისთვის  გადაუხდა.

მე დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონო ირაკლი და თქვენ მიერ გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი დიდი გულისხმიერებისთვის სრულიად საქართველოს პატრიარქის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ” – განაცხადა მეუფე შიომ.

პრემიერმა თავის მხრივ, პატივისცემა გამოხატა ქართული ეკლესიის მიმართ.

მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად უზრუნველყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება”. – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღეს გელათის რეაბილიტაციიის პროცესი ოფიციალურად საპატრიარქომ გადაიბარა. დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოჩენილა თეა წულუკიანი, კულტურის მინისიტრი, რომელსაც ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში შემქნილ უმძიმეს ვითარებაზე, გელათის მცველები პასუხიმგებლობას აკისრებენ.

⛪️ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე
➡️ თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ღირსნო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო მეცნიერებო,
მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის.
დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები.
მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით.
ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება.
ბატონო ირაკლი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი გულისხმიერებისთვის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით მადლობა გადაგიხადოთ.
ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც, ამ არასრული ორი თვის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:
1. იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის, კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით.
2. იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყონებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.
3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება.
4. ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება.
5. იუნესკოს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო, ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში.
6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია – „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან”. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი – ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი – ბატონი კრისტიანო რუსსო, გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.
მინდა ასევე გაცნობოთ, რომ გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება მედიისა და ინტერნეტპლატფორმის საშუალებით.
გელათის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებით ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც თავისი სულიერი მნიშვნელობით, ისევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, იგი სრულიად გამორჩეული ძეგლია ჩვენი ერისათვის.
მოგეხსენებათ, რომ გელათი – სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად იწოდებოდა.
ეს არის სულიერებისა და მეცნიერების შეხვედრის ადგილი და ქართული სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო. გელათი არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობის დიადი გამოხატულება, რაც იყო ჩვენი დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის გზაც და ანდერძიც.
სასიხარულოა, რომ დღესაც, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.
ღმერთმა დალოცოს ამ საქმის ყველა შემწე და მონაწლე!
ახლა სიტყვას გადავცემ აკადემიკოსს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც მოწვეულია გელათის აღდგენის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას წარმოადგენს.
27.05.2023 წელი
თეგები: გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდამეუფე შიომ პრემიერსპატრიარქის სახელით
გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი თვალი ადევნეთ მიმდინარე მოვლენებსა და ახლობელ ადამიანთა რეაქციებს, იზრუნეთ მათზე და გაითვალისწინეთ, რომ ოჯახური მყუდროება და ბედნიერება ახლა თქვენთვის ყველაზე მთავარია. კურო შეაფასეთ პერსპექტივები და იმოქმედეთ გარემოებების მიხედვით, ახლა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გოგონა ხიდიდან გადახტა

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ. ინფორმაციას  “ინფო იმერეთი” ავრცელებს. 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ინფო იმერეთი

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად იცვლება – ნახეთ განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს ამინდი შეიცვლება საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ოზურგეთში დღეს იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც წვიმაა, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც მაისის პირველ ნახევრაში გამდიდრების შანსი აქვს

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

2025 წლის მაისის პირველ ნახევარში ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 7 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც გამდიდრების ან ფინანსური წარმატების განსაკუთრებული შანსი აქვთ: კურო – მზისა და ვენერას თანხვედრა კუროს ნიშანში მატერიალურ წარმატებას და მოულოდნელ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ზოდიაქოს „უიღბლო“ ნიშნები არ არსებობს პირდაპირი მნიშვნელობით — ყველა ნიშანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუმცა, ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს ასტროლოგიური თვალსაზრისით უფრო ხშირად აქვთ დაბრკოლებები, დაგვიანებული წარმატება ან მოულოდნელი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
მთავარი

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი“ საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას”- ირაკლი დგებუაძე

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
“არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას”- ირაკლი დგებუაძე
მთავარი

მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 612 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 18,749-მა პირმა,...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ბათუმის საქალაქო სასამართლოში  მზია ამაღლობელის საქმეზე,  ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"