ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამ წუთებში მესამე პრეზიდენტს ხვდება. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზმა რამდენიმე დღის წინ გააჟღერა ინიციატივა, რომ მზადაა მიხეილ სააკაშვილისთვის ეპარქიაში ადგილი გამოყოს და ის შინა პატიმრობაში გადაიყვანონ. მის ამ განცხადებას მესამე პრეზიდენტმა მადლობით უპასუხა და თქვა, რომ არანაირ პატიმრობას არ იღებს.