ცოტახნის წინ ხანძარი გაჩნდა თბილისში, მეტროსადგურ „დელისში“ – ინფორმაცია რადიო თბილისი ავეცელებს.
თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებენ. ხანძრის გამო მეტროს მეორე ხაზის მუშაობა დროებით შეჩერდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სამსახურებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.