ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნატოს მიერ წარმოებული დიპლომატია.
„როდესაც დიპლომატიაში მუშაობ, შედეგი არ არის. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. ამიტომ, როგორც მათ ვესაუბრები, აბსოლუტურად გამართლებულია. მეტი სიცოცხლე არ მაქვს გასაცემი. მეტი ემოციები არ მაქვს. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
CBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ დაამატა, რომ ის არ არის იმედგაცრუებული პრეზიდენტ ბაიდენის პასუხით ამ კრიზისთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, მის ადგილას სხვა პრეზიდენტი როგორ დაგვეხმარებოდა. მე არ ვიცი, ეს რთულია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
უკრაინა შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და მე, როგორც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, მხოლოდ მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა ზელენსკიმ.










