მესხიშვილის თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. დასმა მაყურებელს ამერიკელი დრამატურგისა და სცენარისტის ჯონ პატრიკის პიესა „ძვირფასი პამელა“ შესთავაზა. პიესა გიორგი ტურაბელიძემ თარგმნა.
მესხიშვილის თეატრი ქუთაისელებს დატვირთულ სეზონს პირდება. წლის ბოლომდე თეატრის სცენაზე კიდევ 4 პრემიერა შედგება. თეატრის მოყვარულებს სამსახიობო დასი 1 ოქტომბერს სპექტაკლს „ქარი ქრის ვერხვებში“ შესთავაზებს , ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამ საპრემიერო დადგმა შედეგება : ბერტოლდ ბრეხტის კომედია „დაფთაფები რამით“ , მუსიკალურ ზრაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ და აქსენტი ცაგარელის ვოდევილს „ჭკუისა მჭირს“.